ნიკა მელია 8 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე აქციას აანონსებს

“თუ მიხეილ სააკაშვილს  24 საათში არ გადაიყვანენ კლინიკაში, აქ ვინც ვართ, 20-ჯერ და 30-ჯერ მეტი, მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე, რვა საათზე ორშაბათს შეიკრიბება. დანარჩენი, რას ვაპირებთ, რა არის მოთხოვნა თავისუფლების მოედანზე 20:00 საათზე გაცნობებთ”,  ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილისთვის დროის ათვლა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები