ზოგად უნარებში აბიტურიენტების 11%-მა ბარიერი ვერ გადალახა
აბიტურიენტთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 11%-მა ზოგადი უნარების გამოცდაში ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განმარტა, პირველი და მესამე ვარიანტის აბიტურიენტებისთვის ბარიერი 23 ქულა აღმოჩნდა. მისივე თქმით, მეორე და მეოთხე ვარიანტისთვის დადგენილი ზღვარი 24 ქულაა.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დღეს დაიწყო. უწყების ვებგვერდზე დღეს უკვე ზოგადი უნარების ტესტების ქულები გამოქვეყნდა. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გადამოწმება, როგორც ინტერნეტის საშუალებით, ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით შეუძლიათ.