,,ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კარის თამაშები, როდესაც საზოგადოების მოტყუებით ცდილობენ გამორჩნენ რაღაცას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ყოველთვის ეცდება, რომ საზოგადოებამ ადგილობრივ არჩევნებზე სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
„ზოგი თამაშობს შედარებით კონსტრუქციულ როლს, ზოგი შედარებით რადიკალურს. საბოლოო ჯამში ეს არის რა თქმა უნდა ერთი თამაში. ჩვენ ყოველთვის შევეცდებით საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, რათა მათ მუნიციპალურ არჩევნებზე მიიღონ სწორი, ინფორმირებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა მახაშვილმა.