“ვადასტურებ, რომ გარკვეული პერიოდია, რაც მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო საკვები-დანამატების მიღება, მათ შორის, თხევადი და არათხევადი სახით” – პენიტენციური სამსახურის უფროსი
პენიეტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იკვებება. ნიკა ცხვარაშვილმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთა და დაადასტურა ისიც, რომ მიმდინარეობს 320-ე საკნის 24 საათიანი მეთვალყურეობა.
გასაჯაროვდება თუ არა კადრები – ამაზე ჯერ მსჯელობენ.
“ვადასტურებ, რომ გარკვეული პერიოდია, რაც მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო საკვები-დანამატების მიღება, მათ შორის, თხევადი და არათხევადი სახით. ასევე კონკრეტული დანიშნულების ნატურალური წვენები. ეს პერიოდი მან სწორედ ამ დანამატების მიღების ხარჯზე შეძლო. აღნიშნული, რა თქმა უნდა ითვლება კვებად.
რაც შეეხება კადრების გასაჯაროებას, ამაზე ცალსახად ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ, რადგან მეთვალყურეობა მიმდინარეობს, მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე. ამიტომ, რამდენად მიზანშეწონილი იქნება ეს ყველაფერი, მსჯელობა მიმდინარეობს,”- აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ნიკა ცხვარაშვილი.