რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირობას დებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირობას დებს, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიადა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ჩატარდება. როგორც რუსეთის პირველმა პირმა კრემლში ელჩების წარდგენის ცერემონიალის დროს განაცხადა, ოლიმპიური თამაშები ოლიმპიური ქარტიის სრული დაცვით გაიმართება. “რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშები ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ჩატარდება. რუსეთი უგულშემატკივრებს თავის ათლეტებს, თუმცა ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ყველა სპორტსმენს და ოლიმპიადის ყველა მონაწილეს”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.