რომან გოცირიძე: 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ქვეყანა უმძიმეს დღეში ჩავარდა პანდემიის გამო, ახლა “გაახსენდა” პრეზიდენტს, რომ შესაბამისი ზომები უნდა ყოფილიყო გატარებული

“მას შემდეგ, რაც 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ქვეყანა უმძიმეს დღეში ჩავარდა პანდემიის მორიგი ტალღის შემოტევის გამო, მხოლოდ მაშინ “გაახსენდა” პრეზიდენტს, რომ შესაბამისი ზომები უნდა ყოფილიყო გატარებული”, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგს.

“სინამდვილეში, ხელისუფლება ელოდებოდა არჩევნების დამთავრებას, ხელს უწყობდა ანტივაქსერული განწყობილებების შექმნას და ნადირობდა ანტივაქსერების ხმებზე, არ მოუწოდებდა ეკლესიას, რომ ჩართულიყო ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის კამპანიაში (ერთადერთი ქრისტიანული ეკლესიაა მსოფლიოში, რომელმაც პასიური პოზიცია დაიჭირა ამ საქმეში), თვალს ხუჭავდა რეგულაციების მასობრივ დარღვევებზე და თავად უწყობდა ამას ხელს. ახლა, რაც არჩევნებმა ჩაიარა, გადაწყვიტა, რაღაც იღონოს. ამიტომ, გამოიყვანეს სცენაზე მარიონეტი პრეზიდენტი, რომელსაც სინამდვილეში არც არაფრად აგდებენ და არც არაფერს ეკითხებიან.

უკვე დაგვიანებულია. მათ სინდისზეა ათასობით ადამიანის სიკვდილი.

მილიარდობით ნასესხები ლარი გაიფლანგა და კვლავ ყველაზე უარეს მდგომარეობაში ვართ მსოფლიოში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით”, – წერს გოცირიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები