სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მიმართავს – სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული – სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის

მივმართავ ხელისუფლებას, სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული – სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული – სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცელი ადამიანებისთვის”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს, იუსტიციის მინისტრს და დიპლომატებს შეხვდა.

მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 34 დღეა შიმშილობს. მან შიმშილობა დაკავების დღიდან გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო, ექიმები აღნიშნავენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია. მხარდამჭერები და თანაგუნდელები სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები