გია ვოლსკი: როდესაც “ნაცმოძრაობის” განუყოფელი წევრი ხარ და ჩამდგარი ხარ დესტაბილიზაციის შექმნის იდეის სამსახურში, რასაკვირველია, პარლამენტში ვერ იმუშავებ
“როდესაც პოლიტიკური ლიდერი ხარ, როდესაც “ნაცმოძრაობის” განუყოფელი წევრი ხარ და ჩამდგარი ხარ დესტაბილიზაციის შექმნის იდეის სამსახურში, რასაკვირველია, პარლამენტში ვერ იმუშავებ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებას, რომელმაც პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით ოფიციალურად მიმართა.
ვოლსკის თქმით, პოლიტიკურ განცხადებას პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მოჰყვეს.
“როდესაც პოლიტიკური ლიდერი ხარ, როდესაც “ნაცმოძრაობის” განუყოფელი წევრი ხარ და ჩამდგარი ხარ დესტაბილიზაციის შექმნის იდეის სამსახურში, რასაკვირველია, პარლამენტში ვერ იმუშავებ. თუკი გინდა, რომ ეს ლიდერის პოზიცია შეინარჩუნო, უნდა გახვიდე იმ არედან, სადაც საერთოდ არ მუშაობ და მისი განცხადება ამ კუთხით, აბსოლუტურად გასაგებია და უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ისედაც არცერთ თემაში არ მონაწილეობს და რასაკვირველია, პოლიტიკური განცხადებაა და პოლიტიკურ განცხადებას პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მოჰყვეს”, – ამბობს ვოლსკი.