ვალერი გელბახიანი: ძველი წყენები დავივიწყეთ, სააკაშვილი თანადგომას ითხოვს, ვალდებული ვარ – გვერდში დავუდგე

“მე მასთან, ვიდრე დააპატიმრებდნენ, რამდენიმე შეხვედრა მქონდა, ჩვენ ძველი წყენები დავივიწყეთ. ახლა ძალიან მძიმე დღეები აქვს და, ბუნებრივია, თანადგომას ითხოვს ყველა ადამიანისგან”, – ამის შესახებ ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა.

გელბახიანი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის უფლებადამცველი გახდეს.

“შემომითვალა და მისი თანხმობით შევდივარ. მე მასთან, ვიდრე დააპატიმრებდნენ, რამდენიმე შეხვედრა მქონდა, ჩვენ ძველი წყენები დავივიწყეთ. ახლა ძალიან მძიმე დღეები აქვს და, ბუნებრივია, თანადგომას ითხოვს ყველა ადამიანისგან და, მათ შორის, მე ვალდებული ვარ, როგორც პიროვნება, როგორც მოქალაქე დავუდგე გვერდში და თუ რამეში დასჭირდება ჩემი თავი, ჩემი მომსახურეობა, მე მზად ვარ. მე გაცნობილი არ ვარ დეტალებში, მაგრამ რასაც ვუსმენ, როგორც იურისტმა შემიძლია, ვთქვა, რომ სასაცილოა, მის მიმართ აბსურდული ბრალდებებია. არ არის გამორიცხული, მეც ჩავერთო, როგორც უფლებადამცველი”, – განაცხადა გელბახიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები