რუმინეთში საქართველო-რუმინეთის მეგობრობის პარკი გაიხსნა
რუმინეთში, ბრაშოვის ოლქის ქალაქ ვიქტორიაში, საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და ვიქტორიას მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, საზეიმოდ გაიხსნა „საქართველო-რუმინეთის მეგობრობის პარკი”.
ვიქტორიას ერთ-ერთი მთავარი პარკისთვის სახელის მინიჭების ცერემონია ქალაქის მერის – ბერტა კამელია ელენას, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის – ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის, რუმინეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანლის – რადუ-იულიან მოლნარისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელთა მიერ ქალაქის საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საზეიმო პროგრამით გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ 1950-იან წლებში ვიქტორიას მთავარ ქუჩებზე სახლები აშენდა ცნობილი ქართველი არქიტექტორის, ლონგინოზ სუმბაძის პროექტის მიხედვით.
მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა საქართველოს საელჩოს მიერ გახსნილ იქნა 2019 წლის სექტემბერში, ქ. ვიქტორიას პარკში. სწორედ აღნიშნულ პარკს ეწოდა „საქართველო-რუმინეთის მეგობრობის პარკი”. მალე მისი ადგილმდებარეობა Google-ის რუკაზეც იქნება დატანილი.