საქართველოში კორონავირუსის 5 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 223 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 5 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 223 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი.