დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმური სამუშაოებია.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის, თაბუკაშვილის, გერცენის, ჯორჯიაშვილის, ათონელის, ფხოვის და ხაზინის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, მექანიზაციის, დადიანის, კვარაცხელიას, ბეთაშვილის, ადამიას, შერვაშიძის და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, სამგორის დასახლების, რადიოსადგურების მიმდებარე ტერიტორიის, ჩხენკელის, დვალის, თაყაიშვილის, ჯავახეთის, კუპრაძის, რწმენის და ოჯალეშის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, პატარიძის და პილსუდსკის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ევდოშვილის, ცემის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მოსახლეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები