თაკო ჩარკვიანი – სააკაშვილზე: ძალიან სხარტი და ფხიზელი გონება აქვს, თუმცა, როგორც კი შეხედავთ, მიხვდებით, რომ ძალიან დაკლებულია ეს ადამიანი წონაში
“სამართალი და კანონის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.
ჩარკვიანის თქმით, მან სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
“ძალიან სხარტი და ფხიზელი გონება აქვს, თუმცა, როგორც კი შეხედავთ, მაშინვე მიხვდებით, რომ ძალიან, საგრძნობლად დაკლებულია ეს ადამიანი წონაში.
ყოველ 10 წუთში ამ ფრაზას ვახსენებდი, რომ შიმშილობა უკვე აღარ არის პიროვნული ლიდერობისთვის, ეს არის იმ ბრძოლისთვის საჭირო გადაწვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. არ მიპასუხა ამაზე არაფერი. არ არის იმ ტიპის ადამიანი, რომ ასე გიპასუხოს, თუმცა, ამ თემის ირგვლივ ვისაუბრეთ”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.