გიორგი ამილახვარი: ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ დაახლოებით იმავე ფილმის გაგრძელებას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ვიხილეთ
“ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ვხედავთ დაახლოებით იმავე ფილმის გაგრძელებას, მეორე სერიას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ვიხილეთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ, თუ ვის აქვს ხელისუფლებაში ყოფნის ლეგიტიმაცია.
“ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ვხედავთ დაახლოებით იმავე ფილმის გაგრძელებას, მეორე სერიას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ჩვენ ვიხილეთ და რითაც დამთავრდა ეს, რომ მხოლოდ თავის თავთან დარჩნენ იმ არგუმენტებით, რომ თითქოს საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, დაახლოებით, ანალოგიურის მცდელობა გვაქვს ახლა, რომელიც გარწმუნებთ, ახლო დღეებში თავისით დამთავრდება იმიტომ, რომ როგორც საზოგადოებამ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებმა, ყველამ ნათლად დაინახა, თუ ვის აქვს დღეს ლეგიტიმაცია, რომ ქვეყანას გაუძღვეს”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა “დღის კურიერში” საუბრისას.