იაგო ხვიჩია: ისეთი პარლამენტია, ვერ გამოვრიცხავ, აქ ყოფნა ვინმეს მოსწყინდეს და წასვლა უნდოდეს

“ეს ისეთი პარლამენტია, ვერ გამოვრიცხავ, აქ ყოფნა ვინმეს მოსწყინდეს და აქედან წასვლა უნდოდეს”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ​ “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომელმაც პარლამენტის მანდატი დატოვა.

მისივე თქმით, ხაზარაძის გადაწყვეტილებას არგუმენტაცია აკლია.

„ამ პარლამენტს სხვა სახის პრობლემები აქვს, ამაში დამნაშავეა როგორც „ქართული ოცნება“, ასევე, „ნაციონალური მოძრაობა“. ის, რაც ამ ორი პარტიის მოქმედებების შედეგად დარჩა, არ არის ისეთი სახალისო და გამომწვევი, რის გამოც შეიძლებოდა, ხაზარაძე პარლამენტში შემოსულიყო. მგონია, რომ ახლა აკლია არგუმენტაცია, რას უკავშირდება მისი გადაწყვეტილება. თუ გინდა, საქმე კარგად გამოგივიდეს, ხალისით უნდა აკეთო და ის, რომ დეპუტატები ხალისით არ მუშაობენ, ხან ბოიკოტია, ხან რაღაც არის, ყველას გვაზიანებს და მუშაობის მოტივაციას არ გაძლევს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები