ირაკლი ღარიბაშვილი: EBRD-ის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური გარდაქმნებისა და ევროპული მისწრაფებების გზაზე

“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური გარდაქმნებისა და ევროპული მისწრაფებების გზაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა და ასობით პროექტი განახორციელა 4 მილიარდი ევროს ოდენობის პორტფელის ფარგლებში.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციის ფარგლებში, ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან. EBRD-ის დახმარებით, საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა და ასობით პროექტი განახორციელა 4 მილიარდი ევროს ოდენობის პორტფელის ფარგლებში.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური გარდაქმნებისა და ევროპული მისწრაფებების გზაზე”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები