გრიგოლ გეგელია: მამუკა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ ამხილა ის მანკიერი, მავნებელი სისტემა, რომელსაც “ქართული ოცნება” ქმნის პარლამენტში

“მამუკა ხაზარაძის საქციელი არის სრულიად გაბედული და მორალურად ძალიან გამართული”, – ასე გამოეხმაურა “ლელოს” წევრი, გრიგოლ გეგელია მისივე პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც პარლამენტის სადეპუტატო მანდატი დატოვა.

მისი შეფასებით, ხაზარაძემ კიდევ ერთხელ ამხილა ის მანკიერი, მავნებელი სისტემა, რომელსაც “ქართული ოცნება” პარლამენტში ქმნის.

“მამუკა ხაზარაძის საქციელი არის სრულიად გაბედული და მორალურად ძალიან გამართული საქციელი. მამუკა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ, ამითაც ამხილა ის მანკიერი, მავნებელი სისტემა, რომელსაც “ქართული ოცნება” ქმნის საქართველოს პარლამენტში და ამხილა ის სისტემა, რომელიც სიყალბეს და სიცრუეს პროპაგანდირებს. ამ სისტემას სჭირდება მხილება და სჭირდება ბრძოლა სხვადასხვა პლატფორმიდან, პარლამენტიდან, ქუჩიდან და ყველა სხვა პლატფორმის გამოყენებით”, – ამბობს გრიგოლ გეგელია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები