ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება რუსთავის 38-ე საარჩევნო უბანზე 

 

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო რუსთავის რამდენიმე საარჩევნო უბანზე. მათ შორის 38-ე საარჩევნო უბანზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. ის უბნის შიდა ტერიტორიაზე შევიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელს გაესაუბრა. რის შემდეგაც ხაბეიშვილმა საუბნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ შენიშვნის მიცემა დაიწყო.

“ნაცმოძრაობის” წევრის განცხადებით, დამკვირვებლები ახლოს იდგნენ ხმის მიცემის კაბინასთან, რითაც კანონი ირღვეოდა. ასევე, შენიშვნა ჰქონდა დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით. პროცესში ჩაერთნენ სხვა დამკვირვებლებიც, რომლებმაც ხაბეიშვილს მიუთითეს, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი არ აძლევდა მათ საშუალებას, ემუშავათ. მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი ძალიან ახლოს იდგა სამაგიდო სიებთან.

დაპირისპირების გამო ადგილზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გამოძახებაც გახდა საჭირო, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა. რუსთავის 38-ე საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები