12:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17.18% შეადგინა

12:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობა 17.18%-ს შეადგენს, რაც ჯამში 358 782 ამომრჩეველია.
ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება. აქ საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს 24.6%-ს. ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ მცხეთა-მთიანეთშია – 13.2%.
რაც შეეხება დედაქალაქს, აქტივობა 16.5%-ს შეადგენს, რაც 164 929 ამომრჩეველია.
თბილისში ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩევა დიდუბის ოლქი 17,7%-ით, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა – 14,8% ისანშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები