სრული სისულელე და ნაგავი – Ipsos-ის აღმასრულებელი დირექტორი გვარამიას ბრალდებებზე
Ipsos-ის აღმასრულებელმა დირექტორმა „ტვიტერზე“ გვარამიას ბრალდებას უპასუხა. ბენ პეიჯი „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის განცხადებას, რომლითაც მან მარკეზე კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა, „სრულ ნონსენსსა და ნაგავს“ უწოდებს.