ზუგდიდის მე-20 უბანზე გიორგი მუმლაძე დააკავეს

ზუგდიდში, მე-20 საარჩევნო უბანზე პოლიციამ მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი მუმლაძე დააკავა.

იგი უბანზე დამკვირვებლის როლში იმყოფებოდა. დაკავების მიზეზი უცნობია.

მოძრაობა „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრის განმარტებით, პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.

„გვიტაცებენ უბნებიდან, რათა სიტუაცია არ გავაკონტროლოთ. ეს არის პოლიციის მიზანი. დილიდან ამ დრომდე 4 წევრი მოგვპარეს. 5 კაცს 30 პოლიციელი დაგვესია. ეს გამოკითხვაზე გადაყვანაა?!“, – განაცხადა მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრმა.

აღნიშნულ უბანზე დაპირისპირება უკვე რამდენჯერმე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები