კახა კუჭავა: ყველას ვურჩევდი, უკეთესი მომავლისთვის გააკეთოს არჩევანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკვე საარჩევნო უბანზეა – კახა კუჭავამ ხმა ვაკის საარჩევნო ოლქის 59-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

ის ერთ-ერთი პირველია, რომელიც საარჩევნო უბანზე მივიდა.

“ყველას ვურჩევდი, უკეთესი მომავლისთვის გააკეთოს არჩევანი. დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ პირველ ტურში, ჩვენ მიერ 47 %-ის აღება და პირველივე ტურში კახა კალაძის საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება, ზუსტად ეს არის ამ ქვეყნის დემოკრატია, რომ ზოგ ქალაქში მეორე ტურია“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები