საქართველოს ეკონომიკამ ძლიერი ტემპით დაიწყო აღდგენა – CNN საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს
„2021 წლის დაწყებისთანავე, საქართველოს ეკონომიკამ ძლიერი ტემპით დაიწყო აღდგენა. წლის მეორე კვარტალში ზრდის მაჩვენებელმა 30%-ს მიაღწია, ხოლო წლის პირველი 6 თვის გასაშუალოებული მაჩვენებელი 12.7% იყო. შესაბამისად, რეალურმა მშპ მნიშვნელოვნად გადააჭარბა პანდემიამდე არსებულ დონეს, ხოლო ეკონომიკური აქტივობა ყველა სექტორში გაუმჯობესდა წარმოებიდან და მშენებლობიდან დაწყებული, სერვისებითა და ტურიზმთან დაკავშირებული აქტივობით დამთავრებული,“ – ნათქვამია CNN-ის სტატიაში სათაურით „საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აღდგენამდე მიმავალ პოსტ-პანდემიურ გზაზე“
როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2021 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მოქმედმა საქართველოს მთავრობამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ვაქცინებზე წვდომის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, შეზღუდვები ეტაპობრივად და უსაფრთხოდ მოიხსნა, რამაც უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გამოიწვია.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს საკვანძო გეოგრაფიული ადგილმდებარეობა უჭირავს. ქვეყანა სწრაფად ვითარდებოდა სანამ ახალი კორონავირუსი მსოფლიოს გადაუვლიდა. მხოლოდ 2019 წელს მას რეკორდული რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური ეწვია და ეკონომიკა ბევრად გაიზადა ისეთი შთამბეჭდავი ტემპებით, რომლის საშუალო მაჩვენებელიც 2017-2019 წლებში 4.9% იყო. მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების მსგავსად, პანდემიამ საქართველოსაც მძიმე დარტყმა მიაყენა, ხოლო ეკონომიკა 2020 წელს 6.2 %-ით შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად. თუმცა, 2021 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მოქმედმა საქართველოს მთავრობამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ვაქცინებზე წვდომის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, შეზღუდვები ეტაპობრივად და უსაფრთხოდ მოიხსნა, რამაც უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გამოიწვია. 2021 წლის დაწყებისთანავე, საქართველოს ეკონომიკამ ძლიერი ტემპით დაიწყო აღდგენა. წლის მეორე კვარტალში ზრდის მაჩვენებელმა 30%-ს მიაღწია, ხოლო წლის პირველი 6 თვის გასაშუალოებული მაჩვენებელი 12.7% იყო. შესაბამისად, რეალურმა მშპ მნიშვნელოვნად გადააჭარბა პანდემიამდე არსებულ დონეს, ხოლო ეკონომიკური აქტივობა ყველა სექტორში გაუმჯობესდა წარმოებიდან და მშენებლობიდან დაწყებული, სერვისებითა და ტურიზმთან დაკავშირებული აქტივობით დამთავრებული. ამ დადებითი მოვლენების გამო, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუზარდა და განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა არა მხოლოდ სწრაფად აღდგება საშუალოვადიან პერიოდში, არამედ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება რეგიონში და ევროპის ქვეყნებში თავისი 5.8%-იანი მაჩვენებლით. ეკონომიკური ზრდა გამყარდება ინფრასტრუქტურაში განხორციელებული კაპიტალდაბანდებით და სტრუქტურული რეფორმების უწყვეტი განხორციელებით, რაც გააძლიერებს წარმოებას და კერძო სექტორის მიერ განპირობებულ ეკონომიკურ ზრდას,“ – ნათქვამია სტატიაში.