გიორგი ცუცქირიძე: პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, რეალურად აჩვენებს ლიბერალურ მანტიაში გადაცმული ამ მართლა ნეო ფაშისტების რეალურ სახეს

საკუთარ ხალხის ნაწილს ვინც შენს პოზიციას არ იზიარებს, რომ ბიო მასად მოიხსენიებ, ან დედას შეაგინებ, ნიკა გვარამიას და მიშა მშვილდაძეს ვგულისხმობ, ხოლო რუსთაველზე მსვლელობას სამ ასოთა დოღს უწოდებ, პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, რეალურად აჩვენებს ლიბერალურ მანტიაში გადაცმული ამ მართლა ნეო ფაშისტების რეალურ სახეს, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი ცუცქირიძის აზრით, 30 ოქტომბრის არჩევნებს “ნაციონალურ მოძრაობა” წააგებს.

“დღეს ზუსტად 31 წელი სრულდება პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში კომუნისტურ პარტიაზე ზვიად გამსახურდიას ბლოკის “მრგვალი მაგიდის” იგივე ეროვნული ძალების და თუ გნებავთ, პირველი კოალიციური მმართველობის მოდელის გამარჯვებიდან, რამაც დამოუკიდებლობა მოგვიტანა და ეს თემა თუ რატომ არ პიარდება, ისედაც გასაგებია განსაკუთრებით ოპოზიციიდან ახლა, კოალიციური მმართველობა, რომ აქვთ იდეა ფისად ქცეული, მათი დიდი ნაწილის პუტჩისტური წარსულიდან გამომდინარე.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე, გადამწყვეტ ტურამდე კი, სულ რაღაც ორი დღეა დარჩენილი. ნაციონალურ მოძრაობასთან ერთიან ფრონტად გაერთიანებული ოპოზიცია, ამ არჩევნებსაც, რომ პირწმინდად აგებს, ეს, ოცნების მხარდამჭერთა გუშინდელმა შეკრებამაც გვაჩვენა. ამასთან, ოპოზიციის მწარედ წაგების ნიშანს, მისი იდეოლოგიური ნაწილის რეაქციები მოწმობს ყველაზე უკეთ.

საკუთარ ხალხის ნაწილს ვინც შენს პოზიციას არ იზიარებს, რომ ბიო მასად მოიხსენიებ, ან დედას შეაგინებ, ნიკა გვარამიას და მიშა მშვილდაძეს ვგულისხმობ, ხოლო რუსთაველზე მსვლელობას სამ ასოთა დოღს უწოდებ, პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, რეალურად აჩვენებს ლიბერალურ მანტიაში გადაცმული ამ მართლა ნეო ფაშისტების რეალურ სახეს.

ბევრს, დამპყრობელსაც და აქაურ ადეფტებსაც ქართული საზოგადოება ბნელი და ჩამორჩენილი, რომ ეგონათ სწორედ იმ საზოგადოებამ მიუჩინა თავისი ადგილი ერთ დროს სპარსულად, რუსულად, ფრანგულად თუ ინგლისურად მოჟღურტულე ელიტებს! ისტორიის ამ გადმოსახედიდანაც ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოება ყოველთვის უფრო წინ იდგა, ვიდრე იმპერიულ სალოცავებს შეხიზნული კულტურული და თუ გნებავთ პოლიტიკური ელიტები.

სხვა მხრივ წარმოუდგენელია, რომ სოლომონ დოდაშვილს, დიდ ქართველ პატრიოტს და განმანათლებელს სულ რაღაც ხუთიოდე წელიწადში ლითარგიულ ძილში მყოფი ერი გამოეფხიზლებინა.

ზვიადის თემის ტაბუირება, ქართული ოცნებისთვისაც სერიოზული გამოწვევა გახდება მომავალში, რადგან იქ სადაც არ არის სამართლიანობა, არც სამოქალაქო მშვიდობა არ არის!

დრო, კი არა ამ “დემონიზირებულ ელიტებზე”, არამედ ქართველ ხალხზე მუშაობს, რასაც 30 ოქტომბერს და ზოგადად უახლოეს წლებში ვიხილავთ”, – წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები