გიორგი გახარია სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

პარტიის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია პარტია „საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატებთან: შოთა წურწუმიასთან, ტარიელ შენგელიასა და აჩიკო ცირამუასთან ერთად ქალაქ ჩხოროწყუში და სოფლებში: კირცხში, ლეწურწუმეში, სარაქონში, ხაბუმეში, ლეგახარეში, ზუმს და​ მუხურში ​ მოსახლეობას შეხვდა.

მათივე ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში პარტიიდან „საქართველოსთვის“ ჩხოროწყუს საკრებულოს სამი კანდიდატი იბრძვის: შოთა წურწუმია (კირცხისა და ლეწურწუმეს ოლქი), ტარიელ შენგელია (ხაბუმეს ოლქი) და აჩიკო ცირამუა (მუხურისა და ზუმის ოლქი).

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები