ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში ხვალ „ხალხური საღამოების“ დასკვნითი კონცერტი გაიმართება

ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში ხვალ „ხალხური საღამოების“ დასკვნითი კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებაში ანსამბლები: ანჩისხატი, დიდგორი, სახიობა, ჩვენებურები, ძირიანი, გორდელაძეების ოჯახი, ასევე, ინდივიდუალური შემსრულებლები: თინა-ნარგილე მეჰთიევა, ნინო ნაყეური და ზურაბ მამუკელაშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

ფოლკლორის ცენტრის პროექტი ,,ხალხური საღამოები“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში 18 ფოლკლორული საღამო გაიმართა. დასკვნითი კონცერტი კი ხვალ ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახ. ცენტრის საკონცერტო დარბაზში 19:00 საათზე დაიწყება და COVID რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები