გია აბაშიძე: საკუთარ ხალხთან დაპირისპირებული ტოტალიტარული სექტა 30 ოქტომბერსაც სასტიკად რომ დამარცხდება, ესეც ობიექტური მოცემულობაა

“ეს გახლავთ არასრული ჩამონათვალი იმ გაშმაგებული, არაადამიანური ქცევისა, რაც სააკაშვილის სექტის ადეპტებმა ქართულ საზოგადოებას აკადრეს“, – ამ სტატუსით ეხმიანება ექსპერტი, გია აბაშიძე 27 ოქტომბრის აქციას და თან ურთავს “ნაციონალური მოძრაობის” და მათი მხარდამჭერების შეურაცხმყოფელ ფეისბუქგამოხმაურებებს აქციის მონაწილეების მიმართ.

“ეს გახლავთ არასრული ჩამონათვალი იმ გაშმაგებული, არაადამიანური ქცევისა, რაც სააკაშვილის სექტის ადეპტებმა ქართულ საზოგადოებას აკადრეს. პატიმარი ექსპრეზიდენტის ჯიბის ტელეარხების ფინია “ჟურნალისტები” საერთო-სახალხო შეკრების მონაწილეებს რომ ამუნათებდნენ და სამართლიან პასუხებსაც იღებდნენ, ესეც ვიხილეთ.
ბოროტი არსებები რომ პოლიტიკის გარდა ყველა სხვა სფეროში მუდმივად წაგებულნი არიან, ეს კანონზომიერება ათასწლეულებია, ცნობილია.
საკუთარ ხალხთან დაპირისპირებული ტოტალიტარული სექტა 30 ოქტომბერსაც სასტიკად რომ დამარცხდება, ესეც ობიექტური მოცემულობაა”, – წერს Facebook- ზე აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები