მიხეილ სარჯველაძე: არჩევნების შემდეგ, მოგვეცემა შესაძლებლობა, გადავიდეთ ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობის რეფორმების განხორციელებაზე

“არჩევნების შემდეგ, როცა ქვეყანა ნაკლებად პოლარიზებული იქნება, მოგვეცემა შესაძლებლობა, გადავიდეთ ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობის რეფორმების განხორციელებაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რაც ნატო-ს წევრობას ეხება.

„არჩევნების შემდეგ, როცა ქვეყანა ნაკლებად პოლარიზებული იქნება და შედარებით თავისუფალი, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გადავიდეთ ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობის რეფორმების განხორციელებაზე, რაც ეხება იგივე ასოცირებული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჩქარი ტემპით წარმართვას. რასაკვირველია, ეს ნიშნავს იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რაც ეხება ნატო-ს წევრობას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები