რატი იონათამიშვილი: 30 ოქტომბერს იქნება ფასეულობებისა და ღირებულებების არჩევანი, რომელსაც საზოგადოება “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გააკეთებს

“ეს იქნება ღირებულებებისა და ფასეულობების არჩევანი, რომელსაც ჩვენი საზოგადოება გააკეთებს “ქართული ოცნების” და ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტებისგან, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებისგან მოსალოდნელია პროვოკაციები და არეულობა, რასაც მმართველი გუნდი არ დაუშვებს.

“ნაციონალური მოძრაობისგან” ველოდებით პროვოკაციებს. ეს პოლიტიკური დაჯგუფება, როდესაც ახლოს გრძნობს დამარცხებას, გამოირჩევა პროვოკაციების დაგეგმით. მიუხედავად ამისა, ცხადია, ჩვენ არ დავუშვებთ არეულობას”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები