გურამ მაჭარაშვილი: მეორე ტურებში “ქართულ ოცნებას” და მის კანდიდატებს აქვთ ძალიან მაღალი მხარდაჭერა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” მეორე ტურში ამომრჩეველთა დიდი მხარდაჭერა აქვს. მისივე თქმით, ამის თქმის საფუძველს ის მოსახლეობა აძლევს, რომელსაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხვდებიან.

“მეორე ტურებში “ქართულ ოცნებას” და მის კანდიდატებს აქვთ ძალიან მაღალი მხარდაჭერა. ჩვენ როდესაც დავდივართ კარდაკარ და საზოგადოებას ვესაუბრებით, არიან ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ არჩევნების პირველ ტურზე მისულები და მეორე ტურში ისინი მხარს უჭერენ “ქართული ოცნების” კანდიდატებს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები