პუტინი: რუსეთი ვაქცინების ურთიერთაღიარებას ცდილობს

რუსეთი ცდილობს, უზრუნველყოს ვაქცინების ურთიერთაღიარება, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ აზიის სამიტზე გამოსვლისას.

მისი თქმით, მოსკოვი ასევე მხარს უჭერს ვაქცინებთან არადისკრიმინაციულ წვდომას.

პუტინი ბოლო დროს მიუთითებს პანდემიასთან ბრძოლის პოლიტიზების კატასტროფულ შედეგებზე.

აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მან თქვა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ვაქცინაციის მასშტაბის მიუხედავად, ვირუსი მუდმივად ბრუნდება იმ რეგიონებიდან, სადაც გაშუქება არც ისე დიდია.

თუმცა, რეალურად, საქმე ისაა, რომ რუსეთში ვაქცინაცია ჩავარდა. რუსეთის მთავრობის მიერ ზარზეიმით მსოფლიოსა და საკუთარი საზოგადოებისთვის წარდგენილი, პანდემიისგან მშველელი ვაქცინა “სპუტნიკი” რუსული საზოგადოების ნდობით არ სარგებლობს. ამასთან, ქვეყანაში დასავლური წარმოების პრეპარატების შეტანა აკრძალულია.

ბოლო დროს კი, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მასშტაბი არნახულ დონემდეა ასული, კრემლში ალაპარაკდნენ ვაქცინების “ურთიერთაღიარებაზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები