გიორგი ამილახვარი: ეს არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული აქცია, “ქართულ ოცნებას” არ სჭირდება აქციების მოწყობა
“ეს არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული აქცია, „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება აქციების მოწყობა, ეს არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დამაგვირგვინებელი ღონისძიება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 30 ოქტომბერს საზოგადოება სახელისუფლებო მანდატს “ქართულ ოცნებას” მიანიჭებს.
„დღეს ჩვენი ამომრჩევლები მხარს უჭერენ მშვიდობიან განვითარებას, ევროპასთან დაახლოებას და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ იმ ძალადობას, იმ დანაშაულებს და იმ სხვადასხვა ბოროტებას, რაც, სამწუხაროდ, იყო და 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა. დღეს ქართველი ამომრჩეველი საბოლოოდ იტყვის, რომ 30 ოქტომბერს, უკვე მერვედ, „ქართულ ოცნებას“ მიანიჭებს სახელისუფლებო მანდატს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.