თავისუფლების მოედანზე “ქართული ოცნების” შემაჯამებელი აქცია მალე დაიწყება
თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შემაჯამებელი საარჩევნო შეკრებისთვის ემზადებიან.
პარტიის მხარდამჭერები შეკრებაზე დასასწრებად მთელი საქართველოდან მოდიან. თბილისისკენ დილიდან გამოემართნენ აჭარიდან, იმერეთიდანც გურიიდან, სამეგრელოდან და სვანეთიდან. შეკრებაზე ასევე მოდიან კახეთიდან, ქართლსა და მცხეთა-მთიანეთიდანაც. მათი დიდი ნაწილი უკვე დედაქალაქის მთავარ მოედანზე იმყოფება.
ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე სპეციალურად მოწყობილ 2 სცენაზე მომღერლები გამოდიან. 17:00 საათზე კი აქციის პოლიტიკური ნაწილი დაიწყება.