ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო: კალე ლაანეტმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ​კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისადმი ერთგულება, – ამის შესახებ აღნიშნულია ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე.

ესტონეთის თავდაცვის უწყების ცნობით, საქართველოსა და ესტონეთს თავდაცვის სფეროში მჭიდრო პარტნიორობა აქვთ.

„ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, კალე ლაანეტმა საქართველოში მისი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ლაანეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისადმი ერთგულება. საქართველოსა და ესტონეთს მჭიდრო პარტნიორობა აქვთ თავდაცვის სფეროში“, – აღნიშნულია ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები