გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოებასთან გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატები გაიმარჯვებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება, ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ.

მისივე თქმით, აღნიშნულის თქმის საფუძველს მოქალაქეებთან კომუნიკაცია იძლევა.

„საზოგადოებასთან გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, განსხვავებული პროცენტული მაჩვენებლებით, ჩვენი კანდიდატები გაიმარჯვებენ. შედეგად, არჩევნების შემდგომ ქვეყანას, საზოგადოებას, ხელისუფლებას მიეცემა საშუალება და ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც სურს განვითარება, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. ჩვენ ორიენტირებული უნდა ვიყოთ ქვეყნის განვითარებაზე და 2024 წლისთვის შევძლოთ ოფიციალური განაცხადის გაკეთება ევროკავშირის წევრობაზე“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები