ლავროვი ავღანეთის მეზობლებს მოუწოდებს, თავიანთ ტერიტორიაზე ნატო არ დაუშვან

რუსეთი ავღანეთის მეზობელი ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, არ დაუშვან საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო ძალების განთავსება.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

“რუსეთი მოუწოდებს ავღანეთის მეზობლებს, აღკვეთონ აშშ-ისა და ნატო-ს ძალების სამხედრო ყოფნა მათ ტერიტორიაზე”, – თქვა დიპლომატმა.

მისი თქმით, აშშ და ნატო ავღანეთიდან გასვლის შემდეგ, მეზობელ ქვეყნებში განთავსებას გეგმავენ.

დღეს, თეირანში ავღანეთის მეზობელი ქვეყნების წარმომადგენელების შეხვედრა მიმდინარეობს. კერძოდ, რუსეთის, ჩინეთის, ირანის, პაკისტანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლების.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები