ირაკლი ზარქუა: საჯარო მოხელეები რომ მოგვეყვანა აქ, მაშინ ან შაბათს იქნებოდა აქცია, ან საღამოს 8 საათზე – თქვენც ნახავთ, რამდენი ვიქნებით
“ის, რომ დღეს 17:00 საათზეა ჩანიშნული მთავარი აქცია, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ჩვენ გათვლა არ გვქონდა საჯარო მოხელეებზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მმართველი გუნდის მიერ დღეს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, აქციას შეუერთდეს.
“ის, რომ დღეს 17:00 საათზეა ჩანიშნული მთავარი აქცია, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ჩვენ გათვლა არ გვქონდა საჯარო მოხელეებზე, თუმცა, ველოდებით იმას, ვისაც აქვს სურვილი, რომ დაესწროს, შეუძლია, შვებულება აიღოს, როგორც არის პროტოკოლით გათვალისწინებული და შემოგვიერთდეს. ამიტომ, ის ხელების გადაგრეხვა, ის, რომ საჯარო მოხელეები მოგვეხმარნონ – ეს რომ ყოფილიყო ან შაბათს იქნებოდა აქცია ან საღამოს 8 საათზე. ჩვენ ვთქვით, რომ თავისუფალი საზოგადოება შევიკრიბებით და თქვენც ნახავთ რამდენი ვიქნებით”,- განაცხადა ზარქუამ.