ირაკლი ზარქუა: თავისუფალი ადამიანები კიდევ ერთხელ შემოვუძახებთ ერთმანეთს, რომ გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი

“აქ დღეს შეიკრიბება ასი ათასობით და 100 000-ზე მეტი ადამიანი, მე ეს მოლოდინი მაქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ “ქართული ოცნების” მიერ დღეს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება.

მისივე თქმით, 30 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს – განვითარებასა და ნგრევას შორის.

“აქ დღეს შეიკრიბება ასი ათასობით და 100 000-ზე მეტი ადამიანი, მე ეს მოლოდინი მაქვს, სადაც კიდევ ერთხელ ეს თავისუფალი ადამიანები შემოვუძახებთ ერთმანეთს, რომ გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი და ეს ხალხი, ყველა ერთად კიდევ ერთხელ არჩევანს გააკეთებს განვითარებასა და ნგრევას შორის”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები