ოდესის ერთ-ერთ საავადმყოფოში ჟანგბადი ამოიწურა – კოვიდპაციენტები სხვა კლინიკაში გადაიყვანეს

უკრაინაში, მძიმე კოვიდვითარების ფონზე, ოდესის ერთ-ერთ საავადმყოფოში ჟანგბადის მარაგი ამოიწურა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გვიან ღამით კოვიდპაციენტები სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც მედიას საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების უფროსმა, ეკატერინა ლოტოშჩენკომ განუცხადა, სხვა საავადმყოფოში მძიმე და საშუალო სიმძიმის 43 პაციენტი გადაიყვანეს.

21 ოქტომბერს უკრაინის მთავარმა სანიტარმა, იგორ კუზმინმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ჟანგბადის ორი მწარმოებელი ქარხანა რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო გაჩერდა.

22 ოქტომბერს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჟანგბადს პოლონეთიდან მიიღებენ.

23 ოქტომბერს ჟანგბადის ერთ-ერთმა ქარხანამ მუშაობა განაახლა.

ოდესის ოლქი კი დღიური ინფიცირების მაჩვენებლით ანტილიდერია და კარანტინის “წითელ ზონაში” შედის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები