რუსეთში კორონავირუსს ერთ დღეში 1123 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში კორონავირუსისგან გარდაცვალებისა და ინფიცირების ყოველდღიური ანტირეკორდი გრძელდება.

ბოლო ერთ დღეში, ვირუსს 1123 ადამიანი შეეწირა, წინა დღეს 1 106 გარდაცვლილი იყო.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში ვირუსს 233 898 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება ინფიცირების სტატისტიკას, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 36 582 პირს დაუდასტურდა.

სულ ქვეყანაში 8 352 601 კოვიდდადებითი მოქალაქე აღირიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები