ბაჰრეინში 3-დან 11-წლამდე ბავშვებს ჩინური ვაქცინით აცრიან

ბაჰრეინის ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინაციის საკითხთა კომიტეტმა 3-დან 11 წლამდე ბავშვების, ჩინური კომპანია Sinopharm-ის ვაქცინით აცრის ნებართვა გასცა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული კომისიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ვაქცინაციის კამპანია უკვე დღეიდან დაიწყება.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სამეფოს ვაქცინაციის კომიტეტმა შეისწავლა ყველა შესაბამისი მასალა და რეკომენდაცია.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, დამტკიცდეს 5-დან 11 წლამდე ბავშვების აცრა Pfizer-ის პრეპარატით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები