“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ დღეს დაგეგმილ აქციაზე მისულ მოქალაქეებს პირბადეები დაურიგდებათ, რომ ამით კორონავირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
მდინარაძე მხარდამჭერებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
„ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები მიაწვდიან პირბადეს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არ იქნება პირბადით და ამით ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანთ რისკებს, რომ კოვიდის გავრცელების საფრთხე დღეს პრაქტიკულად არ არსებობდეს. ასევე, ყველა ადამიანს მოვუწოდებ, რომ დავიცვათ ის ელემენტარული რეგულაცია, რასაც პირბადის გაკეთება ჰქვია. ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანთ ერთი ადამიანიდან მეორეზე ვირუსის გავრცელების რისკს. ამ მხრივ, პრობლემები არ იქნება და ამის მენეჯმენტიც კარგად იქნება დალაგებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.