ჯანმო: ევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი მკვეთრად არის გაზრდილი

მსოფლიოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებული კოვიდვითარება შეცვლილია. თუ ბოლო პერიოდში გლობალური მასშტაბით ფიქსირდებოდა კორონავირუსით ინფიცირებისა და ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის კლება, 18-24 ოქტომბრის პერიოდში სურათი პირიქით, შეიცვალა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ბიულეტენშია ნათქვამი, ამ პერიოდში ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი ევროპის რეგიონზე მოდის, სადაც სტატისტიკა ინფიცირების მაჩვენებელი 18%-ით არის გაზრდილი.

ასევე, ბოლო ერთ კვირაში გაზრდილია გარდაცვალების მაჩვენებელი 14%-ით.

ჯანმო-ს ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდაა შეინიშნება 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში განსაკუთრებით ევროპასა და დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში, რაც, მათი აზრით, შეიძლება, აიხსნებოდეს იმით, რომ მაღალი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები უკვე აცრილები არიან, ასევე, ახალგაზრდებს ერთმანეთში მეტი კონტაქტი შეიძლება, ჰქონდეთ, განსაკუთრებით  – სწავლის პერიოდში.

ამასთანავე, ხაზგასმულია, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებში დაავადების მძიმე მიმდინარეობა ძალიან დაბალია.

რაც შეეხება გლობალურ სტატისტიკას. 18-24 ოქტომბრის პერიოდში ვირუსით 2 940 336 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 11-17 ოქტომბრის კვირასთან შედარებით 4%-ით მეტია. ამავე სტატისტიკის 18-24 ოქტომბრის პერიოდში მსოფლიოში ვირუსს 49 413 პაციენტი შეეწირა, რაც 11-17 ოქტომბერთან შედარებით 5%-ით მეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები