თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ბოდახევსა და ლიშოში წყლის ინფრასტრუქტურა განახლდა

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ბოდახევსა და ლიშოში წყალმომარაგების კომპანიის, ადგილობრივი სერვის ცენტრის მიერ მოხდა წყალმომარაგების მილის მდინარე იორიდან გზის ზედაპირზე გადმოტანა და ახალი მილით ჩანაცვლება.

აღნიშნული სოფლების მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ხშირი იყო დაზიანებისა და წყლის ამღვრევის ფაქტები.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ ბოდახევსა და ლიშოში საგრძნობლად შემცირდება დაზიანებები და ადგილობრივები უწყვეტი ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები