აშშ-ში 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია შესაძლოა, ნოემბრის პირველ კვირებში დაიწყოს

აშშ-ის FDA-ის საექსპერტო ჯგუფმა უწყებას რეკომენდაციით მიმართა, მოხდეს კორონავირუსის წინააღმდეგ 5-დან 11-წლის ბავშვების ვაქცინაცია.

კომისიის 18 წევრიდან ჩვიდმეტმა მხარი დაუჭირა იმას, რომ Pfizer-ის ვაქცინით აცრის სარგებელი აღემატება რისკებს.

2-3 ნოემბერს დაგეგმილია კიდევ ერთი უწყების ექსპერტების სხდომა – დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (CDC).

ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ამ ასაკობრივი ჯგუფში მიოკარდიტის განვითარებას, რომელიც შეინიშნებოდა Pfizer/BioNTech-სა და Moderna-ს ვაქცინების შეყვანის შემდეგ, განსაკუთრებით – მამაკაცებში.

Pfizer-ში სთავაზობენ ამ ასაკობრივი ჯგუფის აცრას გაცილებით დაბალი დოზირების ვაქცინით, სულ 10 მიკროგრამით. 12 წელზე უფროსი ადამიანებისთვის დოზა შეადგენს  30 მიკროგრამს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრეპარატი 90.7 პროცენტით ეფექტურია 5-დან 11 წლამდე ბავშვებში.

პრეპარატის დამტკიცების შემთხვევაში, ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება 28 მილიონი ბავშვისთვის. თეთრმა სახლმა უკვე გამოაცხადა, რომ მუშაობს ვაქცინაციის დასაწყებად CDC-ის დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში.

როგორც აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ თქვა, ”თუ ყველაფერი კარგად წარიმართა და ჩვენ მივიღებთ მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცებას და CDC-ის რჩევას, შესაძლებელია, რომ ვაქცინები ხელმისაწვდომი იყოს 5-11 წლის ბავშვებისთვის ნოემბრის პირველ კვირებში.”

ამჟამად, ამ და უმცროსი ასაკის ბავშვების ვაქცინაცია რეკომენდებულია ჩინეთში, კუბასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები