ჯანმო: პანდემია დასრულებისგან შორს არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებით, Covid-19-ის კრიზისი დასრულებისგან შორს არის.

19 წევრისგან შემდგარი კომიტეტი, რომელიც სამ თვეში ერთხელ იკრიბება პანდემიის განსახილველად და რეკომენდაციების გასაკეთებლად, შემდეგი თაობის ვაქცინების გამოკვლევისა და ვირუსის გასაკონტროლებლად გრძელვადიანი ზომების მიღების მოწოდებით გამოდის.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცია, ხელის ჰიგიენა და გაუმჯობესებული შიდა ვენტილაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია გადაცემის შემცირებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ პროგრესს მივაღწიეთ ვაქცინებისა და თერაპიული საშუალებების გამოყენების გაზრდის გზით, არსებული სიტუაციის ანალიზი და პროგნოზირების მოდელები იმაზე მიუთითებს, რომ პანდემია დასრულებისგან შორს არის“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები