გერმანიის კანცლერის პოსტზე მერკელის უფლებამოსილება ამოიწურა

გერმანიის ბუნდესტაგის ახალი მოწვევის სხდომა დღეს გაიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანცლერის უფლებამოსილება დასრულდა.

პარლამენტის დღევანდელ სხდომას ანგელა მერკელიც ესწრებოდა, თუმცა, უკანასკნელი 31 წლის განმავლობაში არა როგორც ბუნდესტაგის წევრი. მერკელი და ქვეყნის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სტუმრების ლოჟაში იყმოფებოდნენ.

მედია წერს, რომ შტაინმაიერმა მერკელს სამთავრობო საქმიანობის გაგრძელება ახალი კანცლერის არჩევამდე სთხოვა. აღნიშნულის უფლებამოსილებას პრეზიდენტს ქვეყნის კონსტიტუციის 69-ე მუხლი ანიჭებს, რაზეც არც კანცლერს და არც რომელიმე მინისტრს უარის თქმის უფლება არ აქვთ.

დღეს, შტაინმაიერი ბელვიუს სასახლეში მთავრობის წევრებს დათხოვნის შეტყობინებას გადასცემს.

გასულ კვირას, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, “მწვანეებმა” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიციის შექმნის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყეს.

მათ სურთ, რომ ქვეყნის კანცლერის პოსტზე სოციალ-დემოკრატების ლიდერი, ოლაფ შოლცი იყოს არჩეული, რომლის უფლებამოსილების შესრულება უკვე 6 დეკემბრიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები