“ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება… უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადება წაიკითხა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება კატეგორიულია და მესამე პრეზიდენტი ხაზგასმით აცხადებს უარს გლდანის ციხეში გადაყვანაზე.

“როგორიც  უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან თავისუფლება. ნებსმიერი სიტუაციაში, უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები