მაია ბითაძემ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ონლაინ შეხვედრა გამართა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლებთან და უპასუხა მათ შეკითხვებს კომიტეტის საქმიანობის შესახებ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გეგმები საკანონმდებლო ცვლილებებისა და საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, ასევე, განისაზღვრა მომდევნო წლების პრიორიტეტები, რომლებიც, როგორც კომიტეტის თავჯდომარემ განაცხადა, სრულ თანხვედრაშია ასოცირების შეთანხმებასა და მდგრადი განვითარების მიზნებთან.

„განვიხილეთ კომიტეტის მუშაობის ძირითად მიმართულებები, როგორიცაა მწვანე ეკონომიკის ზრდა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარება, რომელიც მოიცავს წარმოებაში საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას და გულისხმობს გარემოს დაცვითი საკითხების აქტუალიზაციას დიდ ქალაქებში. ასევე განვიხილეთ სხვადასხვა სექტორში გატარებული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ცვლილებები, რომლებიც ამ სფეროების მართვის ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებს ნერგავენ და უზრუნველყოფენ ქვეყნის მდგრად განვითარებას”, – განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები