“საპარტნიორო ფონდისა” და USAID-ის მხარდაჭერით, რუხში ნახშირის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება

ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, ზუგიდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი რუხში სს „საპარტნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით, მაღალი ხარისხის ბრიკეტირებული ნახშირის საწარმო შპს „ეკოტექნოლოგია“ 28 ოქტომბერს გაიხსნება, რომელიც სრულიად ინოვაციური წარმოებაა და ქვეყნის მასშტაბით ანალოგი არ აქვს.

საწარმოს ოფიციალურად გახსნის USAID/საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე, დევიდ ჰოფმანი, სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე, „სტარტაპ სართველოს“ დირექტორი, გიორგი ლომიძე და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელი, ქეთევან ჭუმბურიძე.
თხილის ნაჭუჭის გადამუშავებისაგან მიღებული, მაღალი ხარისხის ნახშირის საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქცია არის ეკოლოგიურად სუფთა, სრულიად უსაფრთხო, ეკონომიური, არ აქვს სპეციფიური სუნი, არ წარმოშობს კვამლს და იწვის 50%-ით მეტ ხანს ვიდრე ჩვეულებრივი ნახშირი.
აღსანიშნავია, რომ მაღალი ხარისხის ნახშირი ადგილობრივი ნედლეულით იწარმოება. საწარმოში სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში გაიყიდება და მომავალში მისი ექსპორტიც განხორციელდება.
2019-2021 წლებში, სს „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ხუთი სტარტაპ პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტების განხორციელებისათვის გაწეულმა ინვესტიციამ 1,500.000 ლარზე მეტი შეადგინა.
„სტარტაპ სართველო“-ს და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ თანამშრომლობის მიზანია, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი შემოსავლების ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა.
ვიზიტის ფარგლებში, USAID/საქართველოს დელეგაცია დამატებით ეწვევა სს „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით შექმნილ რძის გადამამუშავებელ საწარმოს „მეგრული“ სოფელ რუხში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და USAID/-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ერთობლივად შექმნილ „ფერმერთა საინფორმაციო ცენტრს“, ასევე, სოფელ რუხში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები